English / ქართული / русский /
ზურაბ ნოზაძე
ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის გავლენა გარემოზე

ანოტაცია.

სტატიაში მოცემულია ბუნებრივ გარემოზე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის პირობებში უარყოფითი გავლენის პირობები და ზემოქმედება. დასახული არის კონკრეტული ღო-ნისძიებები და რეკომენდაციები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ინოვაციური მიმართულების ფართოდ გამოყენების საშუალებით ბუნებათსარგებლობაში.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური კრიზისი, ფინანსური კრიზისი, გარემო, ინოვაციები

თანამედროვე კრიზისული მოვლენები განსაკუთრებულად შესამჩნევ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პროცესებზე. ეკონომიკური კრიზისის გავლენა ბუნებრივ გარემოზე ორმაგ ხასიათს ატარებს, პირველ რიგში ბუნებრივი გარემოს მდგომარეობა უარესდება, ხოლო მეორე მხრივ, ხდება შედარებითი გაუმჯობესება, რადგან იქმნება წინაპირობა გარემო ბუნებაზე დატვირთვის შესამცირებლად. ეს ყველაფერი დამოკიდებულია კრიზისის ხანგრძლივობასა და მასშტაბებზე.

წარმოების მოცულობის ვარდნას, სატრანსპორტო გადაზიდვების შემცირებას მივყავართ გამ-ონაბოლქვის და მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირებისაკენ, ხდება აგრეთვე ენერ-გომატარებლებზე მოთხოვნილების შემცირება რაც, თავის მხრივ გამოიხატება ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაზის გამოყოფის შემცირებასა და სასათბურე ეფექტების შესუსტებაში.

მაგრამ ასეთი სახის დატვირთვის შემცირებას გარემო ბუნებაზე დროებითი ხასიათი აქვს, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, კრიზისის გავლის შემდეგაც უარყოფითი გავლენა გარემოზე არათუ უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას, არამედ, როგორც წესი, ძლიერდება.

ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ საწარმოების სწრაფვა შეამციროს დანახარჯები წარმოების განვითარებაზე კრიზისის პირობებში, ეკონომია გასწიოს ყველაფერზე, აისახება ობიექტის სამრეწველო და  ეკოლოგიური უსაფრთხოების საკმარისად  დიდი მოცულობით შემცირებაზე.

ამასთან ერთად, კრიზისის პერიოდში მართვის ორგანოები, განსაკუთრებით ადგილებზე, არც ისე ხშირად არბილებენ ეკოლოგიურ მოთხოვნილებებს ცალკეული მწარმოებლის მიმართ, რითაც, ერთიანობაში სუსტდება კონტროლი ბუნებადამცავი ორგანოების მხრივ, რის შედეგადაც ეკოლოგიური სიტუაცია, როგორც წესი, რეგიონში შესამჩნევად უარესდება.

წარმოების კლებას თან ახლავს არსებული ფინანსური რესურსების შემცირება პროდუქციის მწარმოებლებისათვის, რაც დამატებითი წყაროების გამოძებნის აუცილებლობა მოჰყვება, შიდა რესურსებიდან. ყველაზე მეტად ეს გამოიხატება, ბუნებადამცავი ღონისძიების შემცირებაში, რადგანაც ის პირდაპირ არ მოქმედებს საწარმოო პროცესში და საწარმო პირველ რიგში ცდილობს, შეამციროს ეკოლოგიური დანახარჯები, რაც იწვევს ბუნებადამცავი დანადგარების  გამორთვას, ელექტროენერგიის ეკონომიას, ძვირადღირებული მოწყობილობების გამოთიშვას. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და წარმოების  მასშტაბებზე. კრიზისის პირობებში  დანახარჯების შემცირება ბუნებადაცვითი საქმიანობისთვის ხორციელდება არა მარტო საწარმოო დონეზე, არამედ ტერიტორიული და ადგილობრივი მმართველობის ფარგლებში, ეს იწვევს ბუნებადაცვითი პროგრამების ნაწილობრივ ან მთლიან უგულებელყოფას, ამასთან ერთად, კრიზისი ხელს უწყობს ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის განსაზღვრულ შესაძლებლობებს, კერძოდ იზრდება სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში, იქმნება შესაძლებლობა რადიკალური სტრუქტურულ-ტექნოლოგიური გარდაქმნებისათვის, სანედლეულო გადასვლა ინოვაციურ ეკოლოგიურად მდგრად ეკონომიკაზე.

ფინანსური შესაძლებლობების შემცირებამ შეიძლება მწარმოებელი აუცილებლობის წინაშე დააყენოს, გადახედოს ენერგეტიკულ სტრატეგიას, უარი თქვას ძვირადღირებული და ეკოლოგიურად  მავნე პროექტების დანერგვაზე, აგრეთვე სხვა მსხვილი ბუნებრივი რესურსების შემცველი პროექტების განხორციელებაზე.

ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა მოითხოვს მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას და დროში მის განხორციელებას, რის შედეგადაც, მაღალტექნოლოგიური დარგების ფორმირებისა და განვითარების ნაცვლად, გარემოს დაბინძურების მასშტაბების შემცირების და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური გამოყენების დროს, ჩვენ გვექნება უკუეფექტი. ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენა მკვეთრად და მტკივნეულად აისახება ეკოლოგიურ სიტუაციაზე. თუ გამოირიცხა წარმოების მოდერნიზაციის შესაძლებლობა, რის შედეგადაც ახალი ტექნოლოგიის ხარჯზე მრეწველობა შეიძლება დადგეს ახალ ,,ეკოლოგიურ" რელსებზე, არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს მწარმოებლები დამატებითი ფინანსური წყაროების ძიებისას მიდ-იან არა სამეცნიერო-ტექნიკური გადაწყვეტის გზით, არამედ ეკონომიას ახდენენ, პირველ რიგში, გარემოს დაცვის  ღონისძიებების დანახარჯების შემცირებით. მნიშვნელოვანია აგრეთვე გავითვალისწინოთ, რომ ეკოლოგიური პრობლემები, როგორც წესი, მოითხოვს ხანგრძლივ გადაწყვეტას, რაზედაც, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ყურადღება შემცირებულია, ამავე დროს, მოითხოვს ასევე ხანგრძლივი პერიოდის ბუნებადამცავ ინვესტიციებს, რომელთა გატარებას ყოველ-თვის არ მოაქვს სასურველი შედეგი და გამოსყიდვის ვადა იზრდება.

შეიძლება საერთოდ ვერ მივაღწიოთ სასურველ შედეგს და ეკონომიკური ზარალი მივიღოთ ბუნებრივი გარემოს დაბინძურებისაგან.

ფინანსირების ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს ე.წ. ,,გრძელი“ ფულის არქონა (ეს არის ბანკების მიერ გამოყოფილი საშუალებები ერთ წელზე მეტი პერიოდისათვის) ბუნებადამცავი სფეროს გაუმჯობესებისათვის. ამ პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს  ისეთი ახალი მექანიზმის გამოყენება დაფინანსებისათვის, როგორიცაა კოლექტიური ინვესტორები და ობლიგაციების სესხები. ამ დაფინანსების უპირატესობას წარმოადგენს მისი სიიაფე კომერციულ კრედიტებთან შედარებით, აგრეთვე მისი მიმზიდველობა ინვესტორებისთვის ეს არის ახალი ტე-ქნოლოგიების გამოყენების ხარჯზე მონაწილების ეფექტი, საერთაშორისო სისტემების ოპერირების აღრიცხვიანობა, პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, წარმოების ფუნქციონირების ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ასეთი ეკოლოგიური სცენარის არსებობას უფრო დიდი შანსი აქვს მისი რეალიზაციისათვის, ეფექტური ეკონომიკური მექანიზმის ეკოლოგიური რეგულირების  ფორმირებისათვის, ეკონომიკის მოდერნიზაციის თანამედროვე სიტუაციის გამოყენების მიზნით.

ამას შეიძლება დავამატოთ, რომ თანამედროვე ბაზრის პირობებში ბუნებადამცავი და რესურსდამზოგველი ტექნოლოგიების დონე განსაზღვრავს კონკურენტუნარიანი ეკონომიკის დონეს, ამავე დროს, პროდუქციის ეკოლოგიური ხარისხის და უსაფრთხოების მოთხოვნილების ამაღლება, ტექნოლოგიების  ეკოლოგიური პარამეტრების აღრიცხვა პროდუქციის წარმოებაში ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საერთაშორისო კონკურენციის გაძლიერებისაკენ.

ინოვაციური ეკოლოგიური განვითარება ხელს უწყობს, თანმიმდევრულად შევამციროთ ნეგა-ტიური ანთროპოგენური ზემოქმდება ბუნებრივ გარემოზე და ეკოლოგიური სარგებლობა მოვუტანოთ ბიზნესს (რომელიც საჭიროებს შესაბამისი ეკონომიკური თამაშის წესების დამყარებას).

თავის მხრივ, კრიზისიდან გამოყვანის გზების ძიება გვაძლევს შანსს და შესაძლებლობას, მოვახდინოთ ეკონომიკის სტრუქტურულ-ტექნოლოგიური რეკონსტრუქცია რესურსდამზოგველი და ეკოლოგიურად უსაფრთხო წარმოების და მდგრადი ენოვაციური ეკოლოგიური განვითარების ბაზის ფორმირებისათვის. თანამედროვე კრიზისმა გვიჩვენა, რომ სახელმწიფო აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ეკონომიკაში არა როგორც მესაკუთრის როლში, არამედ როგორც მარეგულირებელი და წარმმართველი ძალა ამ პროცესის დროს.

ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების, მოსახლეობის ღირსეული ცხოვრების დონის, ჯანმრთელობის ხარისხის მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად საჭიროდ მიგვაჩნია ხელის-უფლების ორგანოების, ბიზნესისა და საზოგადოების შეთანხმებული მოქმედება ბუნებრივი გარემოს დაცვის სფეროში.

ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ითვლება წარმოების გადასვლა რესურსდამზოგველ ტე-ქნოლოგიებსა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელ ტექნოლოგიაზე, ეკოლოგიური ეთიკის ფორმირებაზე, ეკოლოგიური ეფექტიანობის პრინციპების განმტკიცებაზე და ეკოლოგიურ სამართლიანობაზე. ამისათვის აუცილებელია ადეკვატური ინსტიტუციური გარემოს შექმნა, ეკონომიკის მოდერნიზაცია და სახელმწიფო ეკოლოგიური პოლიტიკის ეფექტიანი განხორცილება.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Бобылев С. Н. Захаров  В.М. ,,Кризис: экономика и экология" . Москва, 2009.

2. Бурматова  О. П., Инновационные  аспекты  экологической безопасности развития  региона в условиях  финансово-экономического кризиса", Москва, 2010.

3. Бурматова  О.П.  Сумская  Т. В. Экономический механизм регионального  природапользования.   Москва, 2012.

4. Василенко В. А. Инновации в ресурсном обеспечении природахранных  мероприятий. Москва, 2012.